SISECAM აღნიშნავს 88 წლის იუბილეს
Sisecam, გლობალური მოთამაშე მინისა და ქიმიკატების სფეროებში, აღნიშნავს 88 წლის იუბილეს.
Turkiye Sise ve Cam Fabrikalari AS (IST:SISE)
ISTANBUL, TURKIYE, November 29, 2023 /EINPresswire.com/ -- გლობალური მოთამაშე მინისა და ქიმიკატების სფეროებში, აღნიშნავს 88 წლის იუბილეს. შთაგონებულია რა Mustafa Kemal Ataturk-ის დიდხნიანი ხელმძღვანელობით, რომელმაც დააფუძნა Sisecam, კომპანია ხელმძღვანელობს თავის ინდუსტრიებს ინოვაციისა და ერთიანობის მოტივით, ცდილობს სრულყოფილების მიღწევას და ყოველდღიურად დადებითად გარემოზე ზემოქმედებას.
კომპანიამ ზრდის მოგზაურობა დაიწყო თურქეთში ერთი დაწესებულებით და 400 თანამშრომლით 1935 წელს. დღეს Sisecam არის გლობალური პიონერი, რომელიც ამუშავებს საწარმოო ობიექტებს 14 ქვეყანაში, რომელსაც აქვს 150 ქვეყანაში გაყიდვების ქსელი და 25,000-ზე მეტი თანამშრომელი.
როგორც ერთადერთი გლობალური კომპანია, რომელიც მოქმედებს მინისწარმოების ყველა ძირითადი სფეროში, Sisecam-ის ციფრული შესაძლებლობები, ექსპერტიზა, ტექნოლოგიური კომპეტენცია და უაღრესად კონკურენტუნარიანი ოპერაციები მას მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელს ხდის.
ამჟამად Sisecam ადგილს იკავებს მინის ჭურჭლის ორ საუკეთესო მწარმოებელს და მინის შეფუთვისა და ბრტყელი მინის მწარმოებელთა ხუთეულს შორის. Sisecam წარმოადგენს მსოფლიოში სოდის ორ უმსხვილეს მწარმოებელთაგან ერთ-ერთს და მსოფლიო ლიდერს ქრომის ქიმიკატებში.
Sisecam არის ყოვლისმომცველი ტრანსფორმაციის პროცესში, რათა მისი 88 წლიანი გამოცდილება მომავალში გადაიტანოს. კომპანიისთვის ტრანსფორმაცია არის მისი პროგრესის ერთ-ერთ მთავარ ელემენტი და ის ცდილობს იყოს განსხვავებული სმარტ ტექნოლოგიებისა და კომპეტენტური პერსონალის გამოყენებით.
Sisecam აგრძელებს მუშაობას ნახშირორჟანგის ემისიის ნულოვანი დონის მისაღწევად 2050 წლისთვის, მისი საქმიანობის ცენტრში მდგრადი განვითარების შენარჩუნებასთან ერთად. 2030 წლის CareFornext-ის მდგრადი განვითარების სტრატეგიამ Sisecam-ს მნიშვნელოვანი იმპულსი შეუქმნა მდგრადი განვითარების გზაზე. კომპანია ყურადღებით აკონტროლებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, წინ მიიწევს CareforNext-ის სამ ძირითად საყრდენზე ფოკუსირებით: „პლანეტის დაცვა“, „საზოგადოების შესაძლებლობების გაფართოება“ და „სიცოცხლის ტრანსფორმაცია“.
მინის ერთადერთი მწარმოებელი საქართველოში
საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც Sisecam ახორციელებს საწარმოო საქმიანობას, როგორც გლობალური მოთამაშე მინის და ქიმიურ მრეწველობაში. Sisecam-ს აქვს საწარმოო ოპერაციები ოთხ კონტინენტზე 14 ქვეყანაში 24000 თანამშრომლით და თავისი პროდუქციით მსოფლიოს 150 ქვეყანაში აღწევს. 1997 წელს, Şişecam-მა საქართველოში განახორციელა მისი პირველი ინსვესტიცია თურქეთს გარეთ. საწარმოო საქმიანობა წლიური წარმოების სიმძლავრით 18000 ტონა კომპანიამ დაიწყო 1998 წელს. Sisecam-მა 20 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო მეორე ღუმელის უახლესი ტექნოლოგიებით განახლებისა და აღჭურვისთვის. განახლებული ღუმელი ამოქმედდა მიმდინარე წლის მაისში და მას 50%-ით მეტი სიმძლავრე აქვს. ამ განახლებული ღუმელის წყალობით, Sisecam-ის მინის შეფუთვის წარმოების მოცულობა ქვეყანაში 25%-ით გაიზარდა. დღეს საქართველოში Sisecam-ის ორი ღუმელის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 75000 ტონას შეადგენს. Şişecam წარმოადგენს მინის ბოთლების ერთადერთ მწარმოებელს საქართველოში წყლის, გაზიანი სასმელების, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ბოთლები დამზადებულია მწვანე, კაჟის და ღია ცისფერ ფერებში. 26 წლის განმავლობაში Sisecam-ის მთლიანი ინვესტიცია ქართულ ბაზარზე შეადგენს დაახლოებით 80 მილიონ ევროს. Sisecam-ის წარმოების და ექსპორტის მოცულობით საქართველოში 100 უმსხვილეს სამრეწველო საწარმოს შორის ერთ-ერთია, სადაც 250 ადამიანია დასაქმებული.
Sisecam-ის შესახებ
Sisecam დაარსდა 1935 წელს იმისათვის, რომ თურქეთში ჩამოეყალიბებინა მინის ინდუსტრია როგორც ეს სურდა მუსტაფა ქემალ ათათურქს, რომელიც იყო უდიდესი ლიდერი და რომელსაც პატივს სცემენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.დღეს Sisecam წარმოადგენს ძირითად გლობალურ მოთამაშეს მინისა და ქიმიკატების წარმოების სფეროში. Sisecam არის ერთადერთი გლობალური კომპანია, რომელიც ოპერირებს მინის წარმოების ყველა ძირითად სფეროში – ბრტყელი მინის, მინის ჭურჭლის, მინის შეფუთვისა და მინის ბოჭკოების ჩათვლით. ამჟამად Sisecam ადგილს იკავებს მინის ჭურჭლის ორ საუკეთესო მწარმოებელს და მინის შეფუთვისა და ბრტყელი მინის მწარმოებელთა ხუთეულს შორის. Sisecam წარმოადგენს მსოფლიოში სოდა ნაცრის სამ უმსხვილეს მწარმოებელთაგან ერთ-ერთს და მსოფლიო ლიდერს ქრომის ქიმიკატებში.
Sisecam წამყვან როლს ასრულებს ბრტყელი მინის, მინის ჭურჭლის, მინის შეფუთვის, ქიმიკატების, ავტომობილების, მინის ბოჭკოების, სამთო, ენერგეტიკისა და გადამუშავების ბიზნეს სფეროებში. Sisecam გარდა თურქეთისა საწარმოო ობიექტების საშუალებით ოპერირებას ახორციელებს გერმანიაში, იტალიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, რუსეთის ფედერაციაში, საქართველოში, უკრაინაში, ეგვიპტეში, ინდოეთსა და აშშ-ში.
Sisecam, რომელიც მტკიცე ნაბიჯებს დგამს თავისი მიზნისკენ, გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ 3 მწარმოებელი თავისი საქმიანობის ძირითად სფეროებში, მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანური რესურსებითა და ჭკვიანი ტექნოლოგიებით და უწყვეტად აგრძელებს თავისი ციფრული ინფრასტრუქტურისა და კულტურის გარდაქმნას სამომავლო საჭიროებების გათვალისწინებით. Sisecam, რომელსაც აქვს 88 წლიანი გამოცდილება, ჰყავს 24 ათასზე მეტი თანამშრომელი, აქვს საწარმოო საქმიანობა 14 ქვეყანაში ოთხ კონტინენტზე და 150-ზე მეტი ქვეყნის გაყიდვების ქსელი, აგრძელებს ზრდის გზას თავისი "გლობალური ბრწყინვალების" სტრატეგიის შესაბამისად და ინკლუზიური მიდგომით, რომელიც მხარს უჭერს კომპანიის მთელი ეკოსისტემის განვითარებას. Sisecam პასუხისმგებლობას იღებს პლანეტის დაცვაზე, საზოგადოების გაძლიერებაზე და ცხოვრების CareForNext (იზრუნე შემდეგისთვის) სტრატეგიის შესაბამისად გარდაქმნაზე, რომელიც შეესაბამება და მორგებულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. Sisecam იყენებს მის სრულ გამოცდილებასა და კომპეტენციას, რათა ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას ყველა ასპექტში.www.sisecam.com.tr
Aysegul Akyarli
Sisecam
email us here
Visit us on social media:
LinkedIn
Legal Disclaimer:
EIN Presswire provides this news content "as is" without warranty of any kind. We do not accept any responsibility or liability for the accuracy, content, images, videos, licenses, completeness, legality, or reliability of the information contained in this article. If you have any complaints or copyright issues related to this article, kindly contact the author above.
