Sisecam ქმნის პირველ პროდუქტს საქართველოში არსებული განახლებული ღუმელიდან
Turkiye Sise ve Cam Fabrikalari AS (IST:SISE)
İSTANBUL, TüRKIYE, June 21, 2023/EINPresswire.com/ -- Sisecam, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე გლობალურ მოთამაშეს მინისა და ქიმიურ მრეწველობაში, აგრძელებს საქართველოსთვის სარგებლის მოტანას, რომელიც არის პირველი ქვეყანა თურქეთს გარეთ, სადაც განხორციელდა ინვესტირება. დაახლოებით 20 მილიონი ევროს ინვესტიციით ცივი შეკეთების პროცესის დასრულების შემდეგ Sisecam-მა აწარმოა პირველი პროდუქტები მინის შეფუთვის მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეორე ღუმელიდან.
21.06.2023 – Sisecam აგრძელებს ზრდას იმ მიზნით, რომ შევიდეს საკუთარი საქმიანობის სფეროში ძირითად მწარმოებელთა სამეულში. 26 წლის განმავლობაში Sisecam ახორციელებდა საქართველოსთვის სარგებლის გაზრდას მისი ინვესტიციებით, დასაქმების შესაძლებლობებითა და პროდუქტებით. Sisecam-მა დაახლოებით 20 მილიონი ევროს ინვესტიციით Mina-ში მინის შეფუთვის წარმოების ობიექტზე განაახლა თავისი მეორე ღუმელი და აღჭურვა უახლესი ტექნოლოგიებით. პირველი პროდუქტები ღუმელიდან მიიღეს 2023 წლის 20 ივნისს, რომელიც ცერემონიით აღინიშნა. ამ და დამატებით ინვესტიციებთან ერთად, რომელიც Sisecam-მა 2023 წლისთვის საქართველოში დაგეგმა, სახელმწიფოში სრულმა ინვესტიციამ მიაღწია ჯამურად დაახლოებით 80 მილიონს.
ცერემონიას, უძღვებოდა Sisecam -ის აღმასრულებელი დირექტორი გორქემ ელვერიჯი ,ლევან დავითაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ალი ქაან ორბაი თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დავით ნოზაძე სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში.
Sisecam-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორკემ ელვერიჩი ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა, და აღნიშნა რომ: „საქართველო Sisecam-ისთვის განსაკუთრებულ ქვეყანას წარმოადგენს. ჩვენ ავირჩიეთ საქართველო თურქეთის ფარგლებს გარეთ ჩვენი პირველი ინვესტიციისთვის, სადაც ჩვენ წარმოვადგენთ საყოფაცხოვრებო მოხმარების მინის ინდუსტრიის დამფუძნებლებს. ეს იყო სტრატეგიული პირველი ნაბიჯი ჩვენი ფართო გლობალური წარმოების ქსელისთვის. დღეს Sisecam ოპერირებს 45 ობიექტს 14 ქვეყანაში ოთხ კონტინენტზე. 1997 წლიდან ჩვენმა ბიზნეს ოპერაციებმა საქართველოში წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მიმდინარე ინვესტიციების, საწარმოო საქმიანობების და დასაქმების შესაძლებლობებით - დღემდე 26 წლის განმავლობაში. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა შევაგროვოთ ჩვენ მიერ ნაწარმოები პირველი პროდუქტები ცივი შეკეთების დასრულების და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვის შემდეგ მეორე მინის შესაფუთი ღუმელიდან. ამ ინვესტიციით Sisecam-ის მთლიანმა ინვესტიციამ საქართველოში მიაღწია თითქმის 80 მილიონ ევროს.
ბატონმა ელვერიჩიმ აღნიშნა, რომ Mina-ს მინის შეფუთვისთვის Sisecam-ის მეორე ღუმელისთვის ცივი შეკეთების პროცესი ინიცირებულ იქნა მიმდინარე წელს და როგორც ეს კომპანიის შეკეთების განრიგით იყო გათვალისწინებული. მან განმარტა: „ჩვენ გავარემონტეთ ჩვენი მეორე ღუმელი თითქმის 20 მილიონი ევროს ინვესტიციით და აღვჭურვეთ ახალი საწარმოო შესაძლებლობებით. შედეგად, Sisecam-მა გაზარდა ღუმელის სიმძლავრე 50 პროცენტით და გააფართოვა ჩვენი მთლიანი მინის შეფუთვის წარმოების მოცულობა საქართველოში 25 პროცენტით. განვითარების ეს ინვესტიცია აძლიერებს Sisecam-ის გლობალური მიწოდების შესაძლებლობებს. შედეგად, ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო სწრაფად ვუპასუხოთ ქვეყნისა და რეგიონის მინის შეფუთვის ინტენსიურ მოთხოვნებს“.
Sisecam წარმოადგენს მინის ერთადერთ მწარმოებელს საქართველოში
1997 წელს, Sisecam-მა საქართველოში განახორციელა მისი პირველი ინსვესტიცია თურქეთს გარეთ. Sisecam-მა ქვეყანაში წარმოება 1998 წელს დაიწყო, წლიურად 18,000 ტონის წარმოების შესაძლებლობით. Დღეისათვის, Sisecam-ს აქვს წლიური საწარმოო სიმძლავრე 75,000 ტონის ოდენობით, საქართველოში, Mina-ში, მის საწარმოში არსებული ორი ღუმელით. Ამ საწარმოში Sisecam აწარმოებს შუშის შეფუთვას სხვადასხვა მოცულობითა და ფერით (მწვანე, მუქი სტაფილოსფერი და ღია ცისფერი) წყლის, მინერალური წყლის, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებისა და კვების მრეწველობისთვის. ამჟამად Sisecam წარმოადგენს მინის ერთადერთ მწარმოებელს საქართველოში როგორც წარმოების, ასევე ექსპორტის მხრივ, ის შედის საქართველოს 100 საუკეთესო სამრეწველო საწარმოს შორის რეიტინგში, Sişecam ასევე ქმნის ქვეყანაში 250 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას.
Sisecam-ის შესახებ
Sisecam დაარსდა 1935 წელს იმისათვის, რომ თურქეთში ჩამოეყალიბებინა მინის ინდუსტრია როგორც ეს სურდა მუსტაფა ქემალ ათათურქს, რომელიც იყო უდიდესი ლიდერი და რომელსაც პატივს სცემენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.დღეს Sisecam წარმოადგენს ძირითად გლობალურ მოთამაშეს მინისა და ქიმიკატების წარმოების სფეროში. Sisecam არის ერთადერთი გლობალური კომპანია, რომელიც ოპერირებს მინის წარმოების ყველა ძირითად სფეროში – ბრტყელი მინის, მინის ჭურჭლის, მინის შეფუთვისა და მინის ბოჭკოების ჩათვლით. ამჟამად Sisecam ადგილს იკავებს მინის ჭურჭლის ორ საუკეთესო მწარმოებელს და მინის შეფუთვისა და ბრტყელი მინის მწარმოებელთა ხუთეულს შორის. Sisecam წარმოადგენს მსოფლიოში სოდა ნაცრის სამ უმსხვილეს მწარმოებელთაგან ერთ-ერთს და მსოფლიო ლიდერს ქრომის ქიმიკატებში.
Sisecam წამყვან როლს ასრულებს ბრტყელი მინის, მინის ჭურჭლის, მინის შეფუთვის, ქიმიკატების, ავტომობილების, მინის ბოჭკოების, სამთო, ენერგეტიკისა და გადამუშავების ბიზნეს სფეროებში. Sisecam გარდა თურქეთისა საწარმოო ობიექტების საშუალებით ოპერირებას ახორციელებს გერმანიაში, იტალიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, რუსეთის ფედერაციაში, საქართველოში, უკრაინაში, ეგვიპტეში, ინდოეთსა და აშშ-ში.
Sisecam, რომელიც მტკიცე ნაბიჯებს დგამს თავისი მიზნისკენ, გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ 3 მწარმოებელი თავისი საქმიანობის ძირითად სფეროებში, მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანური რესურსებითა და ჭკვიანი ტექნოლოგიებით და უწყვეტად აგრძელებს თავისი ციფრული ინფრასტრუქტურისა და კულტურის გარდაქმნას სამომავლო საჭიროებების გათვალისწინებით.Sisecam, რომელსაც აქვს 88 წლიანი გამოცდილება, ჰყავს 24 ათასზე მეტი თანამშრომელი, აქვს საწარმოო საქმიანობა 14 ქვეყანაში ოთხ კონტინენტზე და 150-ზე მეტი ქვეყნის გაყიდვების ქსელი, აგრძელებს ზრდის გზას თავისი "გლობალური ბრწყინვალების" სტრატეგიის შესაბამისად და ინკლუზიური მიდგომით, რომელიც მხარს უჭერს კომპანიის მთელი ეკოსისტემის განვითარებას. Sisecam პასუხისმგებლობას იღებს პლანეტის დაცვაზე, საზოგადოების გაძლიერებაზე და ცხოვრების CareForNext (იზრუნე შემდეგისთვის) სტრატეგიის შესაბამისად გარდაქმნაზე, რომელიც შეესაბამება და მორგებულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. Sisecam იყენებს მის სრულ გამოცდილებასა და კომპეტენციას, რათა ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას ყველა ასპექტში.
https://www.sisecam.com.tr/en
Ayşegül AKYARLI
Sisecam
email us here
Visit us on social media:
LinkedIn
Legal Disclaimer:
EIN Presswire provides this news content "as is" without warranty of any kind. We do not accept any responsibility or liability for the accuracy, content, images, videos, licenses, completeness, legality, or reliability of the information contained in this article. If you have any complaints or copyright issues related to this article, kindly contact the author above.
