There were 1,724 press releases posted in the last 24 hours and 402,376 in the last 365 days.

Nokia Streaming Box 8000 უკვე საქართველოშია, ექსკლუზიურად გოლეთიანის მაღაზიათა ქსელში.

Nokia Streaming Box 8000

Nokia Streaming Box 8000

Nokia Streaming Box 8000

Nokia Streaming Box 8000 უკვე საქართველოშია, ექსკლუზიურად გოლეთიანის მაღაზიათა ქსელში. მიიღეთ წვდომა ათასობით აპლიკაციასა და არხზე.

MUNICH, DEUTSCHLAND, August 31, 2021 /EINPresswire.com/ -- ცენტრალურ ევროპაში წარმატებული ჩაშვების შემდეგ, ახალი Nokia Streaming Box 8000 უკვე საქართველოშია, ექსკლუზიურად ელიტ ელექტრონიქსის, კარფურისა და ზუმერის მაღაზიათა ქსელში. მისი შეძენა ასევე ესაძლებელია ონლაინ - საიტზე www.Goletiani.ge. ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე Nokia Streaming Box 8000-ის მეშვეობით ჩვეულებრივი ტელევიზორი სმარტ ტელევიზორი ხდება და თქვენი ეკრანი ათასობით აპლიკაციას, ფილმს, მუსიკას, თამაშებსა და გადაცემებს უკავშირდება.

ვენა, აგვისტო 31., 2021 -კომპანია StreamView-მ ევროპაში სმარტ ტელევიზორებისა და რესივერების ოფიციალურმა ლიცენზიატმა და გოლეთიანმა განაცხადეს, რომ Nokia Streaming Box 8000-ის შეძენა უკვე საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. Nokia Streaming Box ჩვეულებრივ ტელევიზორს სმარტ ტელევიზორად აქცევს. ბრენდისთვის ჩვეული სტილითა და დიზაინით შექმნილი პროდუქტი გამოსაყენებლად მარტივია და ფასიც ხელმისაწვდომია.

„საქართველო ჩვენი გეოგრაფიული გაფართოების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ობიექტია და მოხარული ვართ, რომ Nokia Streaming Box-ის გაყიდვას ამ ბაზარზე ვიწყებთ. გვახარებს ის ფაქტიც, რომ გოლეთიანის სახით ასეთი გამოცდილი პარტიონიორი შევიძინეთ მობილურებისა და სამომხმარებლო ელეტრონიკის ქართულ ბაზარზე. Nokia Streaming Box-ის შეძენა ონლაინ შესაძლებელი იქნება ექსკლუზიურად გოლეთიანში, ასევე ელიტ ელექტრონიქსის, კარფურისა და ზუმერის მაღაზიათა ქსელებში მთელი ქვეყნის მასშტაბით“ - განაცხადა ჯარი ერონენმა, StreamView-ის ოპერაციების დირექტორმა.

ჩვეულებრივ ტელევიზორს სმარტ ტელევიზორად აქცევს

ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე Nokia Streaming Box წვდომას იძლევა Google Play Store-ის 7,000-ზე მეტ აპლიკაციაზე, მათ შორის ისეთ არხებზე, როგორიცაა Netflix, Disney+, Prime Video ან YouTube; ანდროიდის გასაოცარ თამაშებზე, პოპულარული სატელევიზიო არხების მედია ბიბლიოთაკასა და სხვა სერვისებზე.

„კომპანიის დაარსებიდან (1997 წ.) დღემდე, გოლეთიანი საქართველოში მობილურების წამყვანი დისტრიბუტორია. ნოკიას მობილურების გაყიდვა ჯერ კიდევ 1998 წელს დავიწყეთ და დღემდე მისი სერვისის ავტორიზებული პროვაიდერები ვართ. Nokia Streaming Box შესანიშნავად ერგება ჩვენი პროდუქტების პორტფოლიოს. მოხარული ვართ, რომ კომპანია StreamView-მ ჩვენთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. ღრმად მწამს, რომ მომხმარებლებს ახალი Nokia Streaming Box-ი შეუყვარდებათ“ - აცხადებს XX, გოლეთიანის წარმომადგენელი.

შეძელი მეტი შენი ხმით
ინტეგრირებული გუგლ ასისტენტის საშუალებით თქვენი Nokia Streaming Box 8000 უსმენს და ემორჩილება ბრძანებებს. თქვენ უბრალოდ სთხოვეთ გუგლს იუთუბის ვიდეოების, უახლესი ბლოკბასტერების პოვნა, ან უთხარით თქვენი განწყობის შესახებ და მაშინვე ყველაფერი ეკრანზე გამოჩნდება. ბრაუზერის აპლიკაციის საშუალებით „ჰეი, გუგლ“ დაგეხმარებათ ამინდის პროგნოზის გაგებაში, უახლოესი რესტორნის პოვნასა თუ სხვა ინფორმაციის მოძიებაში.

მარტივად დასაყენებელი და მინიმალისტური დიზაინი

Nokia Streaming Box 8000 მარტივი დასაყენებელია Plug & Play-ის საშუალებით და მუშაობს ნებისმიერ ტელევიზორზე, რომელსაც HDMI ან მსგავსი აუდიო ვიდეო პორტი აქვს. მარტივად დაკავშირებისთვის უბრალოდ შეაერთეთ გადამყვანი, დააკავშირეთ Streaming Box-ი თქვენს ტელევიზორსა და ინტერნეტს, და სულ ესაა. Nokia Streaming Box გამოირჩევა კომპაქტური და დახვეწილი დიზაინით. თან მოჰყვება გამოსაყენებლად მარტივი და მოსახერხებელი ფორმის პულტი, რომლის შიდანათების წყალობით, მარჯვენა ღილაკს მარტივად მიაგნებთ ბნელ ოთახშიც კი.

უსასრულო გართობა
The Nokia Streaming Box 8000 გამოსახულებას 4K UHD-ში აჩვენებს (ულტრა მაღალი ხარისხით) , გამოირჩევა მაღალი კონტრასტით, მკვეთრი ფერებითა და დეტალური გამოსახულებით, რაც იდეალურია სახლში გართობისთვის. მის შიგნით ჩაშენებულიაChromecast, რითაც შეგიძლიათ უკაბელოდ დაუკავშიროთ სმარტფონი, ტაბლეტი ან ლეპტოპი და პირდაპირ თქვენს ტელევიზორში გაუშვათ საყვარელი იუთუბ ვიდეო ან სხვა კონტენტი. Nokia Streaming Box 8000-ს ჩვეულებრივი ტელევიზორებისაგან კიდევ ერთი უპირატესობა გამოაჩრევს - მომხმარებლები არ არიან დამოკიდებული პირდაპირ ტრანსლაციაზე. თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერ მომენტში დაიწყოთ, გააჩეროთ და დააპაუზოთ ვიდეო. იგი იმახსოვრებს, სადაც შეწყდა გამოსახულება და შემდეგ ჯერზე ზუსტად იმავე ადგილიდან აგრძელებს. თუკი ახალ სერიებს ეძებ ან უბრალოდ გინდა, ფილმის ყურება იქიდან გააგრძელო, სადაც გაჩერდი- ნებისმიერ დროს შეგიძლია განაახლო.

თუ დიდი ეკრანიდან მიღებული თამაშის გამოცდილება გიყვარს ან ტელევიზორის ეკრანზე ბეჭდვა გირჩევნია, Nokia Streaming Box 8000 ამის საშუალებასაც გაძლევთ - ბლუთუზით მარტივად უკავშირდება გეიმპადსაც და კლავიატურასაც. შიგნით ჩაშენებულ Chromecast-თან ერთად, რომელიც ეკრანს სხვადასხვა მობილურებთან ასინქრონებს, Nokia Streaming Box-ს აგრეთვე გააჩნია HDMI, USB-A/-C, ოპტიკური აუდიო და LAN პორტი ნებისმიერი სახის სხვა აპარატურის დასაკავშირებლად.

ფასი და ხელმსაწვდომობა
Nokia Streaming Box 8000 საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება 23 აგვისტოდან ელიტ ელექტრონიქსის, კარფურისა და ზუმერის მაღაზიათა ქსელებში, ისევე, როგორც ონლაინსაიტზე www.goletiani.ge 250 ლარად(დღგ-ს ჩათვლით).

რა არის ყუთში?
• გადამცემი მოდემი (Streaming Box)
• პულტი
• გადამყვანი
• HDMI კაბელი
• 2x AAA ბატარეა


დამატებითი ინფორმაციისა და მაღალი ხარისხის სურათების სანახავად დააჭირეთ აქ. (here)

StreamView-ს შესახებ
შპს StreamView არის ნოკიას გადამცემი მოდემების (Streaming Boxes) ოფიციალური ლიცენზიატი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. ნოკია არის „ნოკია კორპორაციის“ სავაჭრო მარკა.
StreamView ყიდის და დისტრიბუციას უწევს ნოკიას ბრენდის პროდუქციას. ბრენდისათვის დამახასიათებელი სტილითა და მინიმალისტური დიზაინით მომხმარებელი მარტივად ამოიცნობს ნოკიას პროდუქტს - თანამედროვე ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს ახალ და გაუმჯობესებულ ყოველდღიურ გამოცდილებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართეთ:
ვანესა კემე / სამეტ სიმსეკი (Vanessa Kemme / Samet Simsek)
PR
Havana Orange GmbH
Email: streamview@havanaorange.de
Tel: +49-89-92 131 51 77

[1]აუცილებელია, გამომწერი იყოთ
[2]მაშინ, თუკი ვიდეოტრანსლაცია 4K-ში ხდება და ტელევიზორსაც აქვს 4K მხარდაჭერა
[3]აპლიკაციასაც უნდა ჰქონდეს Chromecast-ის მხარდაჭერა
[4]ეს არ ეხება პირდაპირ ტრანსლაციას და მედია ცენტრებს
[5]დამოკიდებულია მედია ცენტრზე

Vanessa Kemme
Havana Orange GmbH
8992 1315177398
vke@havanaorange.de