ŞİŞECAM-ის მრავალჯერადი გამოყენების პალეტის ინიციატივა გადაარჩენს 18 404 ხეს საქართველოში
Turkiye Sise ve Cam Fabrikalari AS (IST:SISE)
ISTANBUL, TURKEY, October 31, 2024 /EINPresswire.com/ -- CareForNext მდგრადობის სტრატეგიის ნაწილის სახით Şişecam აგრძელებს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას უფრო მდგრადი მომავლისთვის. კომპანიის მიერ მრავალჯერადი გამოყენების პალეტების დანერგვამ საქართველოში გადაარჩინა 18 404 ხე, ხოლო მრავალჯერადი რეციკლირებადი პლასტმასის საფენების გამოყენებით დაიზოგა 548 287 ცალი მუყაოს საფენი.
Sişecam, გლობალური მოთამაშე მინის და ქიმიური მრეწველობის ინდუსტრიებში, აგრძელებს მდგრადი განვითარების პროექტების მხარდაჭერას მის მთელს ფართო წარმოების ქსელში, რომელიც ოთხ კონტინენტს მოიცავს. CareForNext მდგრადობის სტრატეგიის ფარგლებში შიშეჯამი ცდილობს ხელი შეუწყოს საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას. საქართველოში არსებულ საწარმოში მრავალჯერადი გამოყენების პალეტების ინიციატივის დანერგვამ გადაარჩინა 18 404 ხე, ხოლო გადამუშავებადი პლასტმასის საფენების გამოყენებით დაიზოგა 548 287 მუყაოს საფენი.
Şişecam-ი აგრძელებს და ზრდის ინვესტიციებს საქართველოში. 20 მილიონი ევროს ინვესტირებით კომპანიამ განაახლა მინის მეორე სახარში ღუმელი და აღჭურვა იგი უახლესი ტექნოლოგიებით. გარდა ტექნოლოგიური წინსვლისა, განახლების შედეგად 25%-ით გაიზარდა ღუმელის საწარმოო სიმძლავრე.
საქართველო: Şişecam-ის მიერ გლობალური გაფართოებისკენ გადადგმული პირველი სტრატეგიული ნაბიჯი
Sişecam-მა ქართულ ბაზარზე ადგილი დაიმკვიდრა 1997 წელს, პრივატიზაციის ინიციატივის ფარგლებში მინის ტარის საწარმოს შესყიდვით. ეს იყო თურქეთის ფარგლებს გარეთ კომპანიის პირველი ინვესტიცია. იგი არის მინის ტარის ერთადერთი მწარმოებელი საქართველოში. დღეს ქარხანაში ოპერირებს მინის სახარში 2 ღუმელი და წლიური საწარმოო სიმძლავრე სეადგენს 75 ათას ტონას. კომპანია აწარმოებს სამი ფერისა და სხვადასხვა მოცულობის მინის ტარის მრავალფეროვან ასორტიმენტს წყლის, მინერალური წყლის, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების და კვების სექტორისთვის. იგი შედის სამრეწველო საწარმოტა პირველ ასეულსი საქართველოსი და დასაქმებული ჰუავს 235 ადამიანი.
Sisecam-ის შესახებ
Sisecam დაარსდა 1935 წელს იმისათვის, რომ თურქეთში ჩამოეყალიბებინა მინის ინდუსტრია, როგორც ეს სურდა მუსტაფა ქემალ ათათურქს, რომელიც იყო უდიდესი ლიდერი და რომელსაც პატივს სცემენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დღეს Sisecam წარმოადგენს მსხვილ გლობალურ მოთამაშეს მინისა და ქიმიკატების წარმოების სფეროში. Sisecam არის ერთადერთი გლობალური კომპანია, რომელიც ოპერირებს მინის წარმოების ყველა ძირითად სფეროში – ბრტყელი მინის, მინის საოჯახო ნივთების, მინის ტარისა და მინის ბოჭკოების ჩათვლით. დღეის მდგომარეობით, Sisecam წარმოადგენს მინის საოჯახო ნივთების მწარმოებელთა ლიდერს მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო მინის ტარისა და ბრტყელი მინის მწარმოებელთა ხუთეულშია. Sisecam წარმოადგენს მსოფლიოში სოდის სამ უმსხვილეს მწარმოებელთაგან ერთ-ერთს და მსოფლიო ლიდერს ქრომის ქიმიკატების წარმოებაში.
Sisecam წამყვან როლს ასრულებს ბრტყელი მინის, მინის საოჯახო ნივთების, მინის ტარის, ქიმიკატების, სდაავტომობილო მინის, მინის ბოჭკოების, სამთო, ენერგეტიკისა და გადამუშავების ბიზნეს სფეროებში. Sisecam გარდა თურქეთისა საწარმოო ობიექტების საშუალებით ოპერირებას ახორციელებს გერმანიაში, იტალიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, რუსეთის ფედერაციაში, საქართველოში, უკრაინაში, ეგვიპტეში, ინდოეთსა და აშშ-ში.
Sisecam, რომელიც მტკიცე ნაბიჯებს დგამს თავისი მიზნისკენ, ადგილი დაიკავოს მსოფლიოს პირველ სამეულში თავისი საქმიანობის ძირითად სფეროებში. მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანური რესურსებითა და ჭკვიანი ტექნოლოგიებით იგი უწყვეტად აგრძელებს თავისი ციფრული ინფრასტრუქტურისა და კულტურის გარდაქმნას სამომავლო საჭიროებების გათვალისწინებით. Şişecam, რომელსაც აქვს 89 წლიანი გამოცდილება, ჰყავს 24 ათასზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 14 ქვეყანაში, ოთხ კონტინენტზე და წარმოდგენილია 150-ზე მეტი ქვეყნის გაყიდვების ქსელში, აგრძელებს ზრდას ინკლუზიური მიდგომით, რომელიც მხარს უჭერს კომპანიის მთელი ეკოსისტემის განვითარებას. Sisecam პასუხისმგებლობას იღებს პლანეტის დაცვაზე, საზოგადოების გაძლიერებაზე და ცხოვრების CareForNext (იზრუნე შემდეგისთვის) სტრატეგიის შესაბამისად გარდაქმნაზე, რომელიც შეესაბამება და მორგებულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. Sisecam იყენებს მის სრულ გამოცდილებასა და კომპეტენციას, რათა ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას ყველა ასპექტში.www.sisecam.com.tr/en
Ayşegül Akyarlı
Turkiye Sise ve Cam Fabrikalari As
email us here
Legal Disclaimer:
EIN Presswire provides this news content "as is" without warranty of any kind. We do not accept any responsibility or liability for the accuracy, content, images, videos, licenses, completeness, legality, or reliability of the information contained in this article. If you have any complaints or copyright issues related to this article, kindly contact the author above.
